
ქეით მიდლტონი აღნიშნავს, რა იწვევს პრინცი ჯორჯის უკმაყოფილებას სკოლაში დისტანციური სწავლების დროს. ამის შესახებ იგი ბრიტანულ სატელევიზიო შოუში საუბრობს, სადაც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ოჯახის ცხოვრებაა აღწერილი.
როგორც ქეით მიდლტონი ამბობს, პრინცი ჯორჯისთვის მხოლოდ წიგნების კითხვა მოსაწყენია.
„ჯორჯს ძალიან სწყდება გული. მას ისეთი დავალებების შესრულება უნდა, როგორსაც შარლოტა ასრულებს.
მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ობობის სენდვიჩების გაკეთეა. ეს მისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე მხოლოდ კითხვა“,- ამბობს ქეით მიდლტონი.
მარტში ცნობილი გახდა, რომ სამეფო წყვილის უმცროსი შვილები, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა დისტანციურ სწავლებაზე გადადიოდნენ.






















