11:22 | 2020-12-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ძალიან ცნობილი ადამიანია… ცოტა მეშინოდა კიდეც“ – ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს, საიდულოს ამხელს

„ძალიან ცნობილი ადამიანია… ცოტა მეშინოდა კიდეც“ – ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს, საიდულოს ამხელს

„მართალია ამბროლაურში ვცხოვრობ, მაგრამ მსოფლიოსაც ვაწვდი ხმას!“ – დუსუნა ქევანაშვილი.

  

ქართველი მხატვარი რუსუდან (დუსუნა) ქევანაშვილი, მის მიერ შემუშავებულ ორიგინალური ტექნოლოგიით – საქსოვი ფერადი ძაფებით, დაგრუნტულ მუყაოს ქაღალდზე, ფერწერულ შედევრებს ქმნის.

 

ჰქონდა ათამდე პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრები, კერძო კოლექციები, დაცულია – ამერიკა, ინგლისი, რუსეთი.

 

ქ-ნი რუსუდანის შემოქმედება, არა მარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ მის საზღვრებსაც გასცდა. როგორც მხატვარი ამბობს, რომ მისი ტექნოლოგიით შექმნილ დარგში – „ფერწერა ძაფით“, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

 

ერთ-ერთი ნამუშევარი, რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ ცნობილმა პიროვნებამ შეიძინა, მაგრამ მისი ვინაობის დასახელებისგან, აქამდე თავს იკავებდა. ქ-მა დუსუნამ „პრაიმტაიმს“, დიდი ხნის საიდუმლო და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაანდო:.

 

67 წლის ვარ – 1953 წლის 3 ნოემბერს დავიბადე ქ. ამბროლაურში. თითქმის 20 წელია, ისევ მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი. დედის მხრიდანაც რაჭველი ვარ. ნათესავების სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, ჩემი საკუთარი სახლი შევიძინე და აქ დავსახლდი.

 

Нет описания.

 

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი გადავიტანე, მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და რის უნარსაც ღმერთი მაძლევს. არანაირი პოლიტაკა არ მაინტერესებს, ჩემთვის, ყველაზე საინტერესო, საკუთარი იმპულსებია.

 

На изображении может находиться: один или несколько человек

 

90- იანი წლები, საკმაოდ რთული პერიოდი იყო და იმ „შავმა“ წლებმა მშობლიურ რაჭაში „გადმომისროლა“. მანამდე თბილისში ვცხოვრობდი. ასაკოვანი ქალი ვარ, ამით იმის თქმა მინდა, რომ დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ, ისევ დავიწყე ხატვა.

 

На изображении может находиться: растение и на улице

 

რა გახდა პაუზის მიზეზი?

 

საღებავებზე, საშინელი ალერგია დამემართა და ვეღარ ვხატავდი. რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფერი შევძელი, მაგრამ სრულიად შემთხვევით, ახალი ტექნოლოგია აღმოვაჩინე – „ხატვა ძაფებით“ გამოვიგონე.

 

 

Нет описания.

 

ჩემი ნამუშევრებით, ერთი რუსი ქალბატონი დაინტერესდა და მოსკოვში გამოფენის მოწყობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რამდენიმე გამოფენა მომიწყო მოსკოვში, მთელ მსოფლიოში იყიდებოდა ჩემი ნახატები. თითქმის, მთლიანად შეიძინა, ძაფით შექმნილი ჩემი ნამუშევრები და მთელ მსოფლიოში ყიდდა.

 

Нет описания.

 

ყველა ნამუშევარი გაიყიდა?

 

თითქმის ყველა, ჩემმა რუსმა მეგობარმა გაყიდა. ამ ეტაპზე, ძაფით შექმნილი, არც ერთი ნამუშევარი აღარ მაქვს. ამ ტექნოლოგიით, დიდი ხანია აღარ ვმუშაობ.

 

Нет описания.

 

მსოფლიოში, ბევრი ადამიანი იყენებს ამ ტექნოლოგიას?

 

როგორც ვიცი, არა – ეს არის ფერწერა ძაფით. ვინც სპონსორობას მიწევდა, მთელ მსფლიოში ეძებდა, მაგრამ ჩემი ანალოგი, ვერსად აღმოაჩინა.

 

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ყველაზე ცნობილ გერმანულ ფილმებში ჟღერს
2020-11-10ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ყველაზე ცნობილ გერმანულ ფილმებში ჟღერს

 

 

მინდოდა, დავბრუნებოდი ამ საქმეს, მაგრამ ვეღარ შევძელი. სველი ხელებით მიწევდა მუშაობა, რის გამოც რევმატიული დაავადება დამემართა და ძალიან გამიჭირდა მუშაობის გაგრძელება.

 

 

Нет описания.

 

თუ საიდუმლო არ არის, როგორი ტექნოლოგიით მუშაობთ?

 

სპეციალობით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია არ მაქვს დამთავრებული, ი. ნიკოლაძის სახ.სამხატვრო სასწავლებელი – ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე.

 

ბევრ ცნობილ მხატვართან ვმუშაობდი, მაგრამ რატომღაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. გრაფიკულად ვხატავდი, ბევრი კარგი ნამუშევარი მქონდა, ნახშირითაც კი ვხატავდი, მაგრამ საღებავებზე ალერგიის გამო, ვეღარ შევძელი გაგრძელება.

 

Нет описания.

 

გამოდის, რომ საღებავზე ალერგიის გამო, ძაფის ტექნოლოგიით მუშაობა გამოიგონეთ…

 

დიახ, ნამდვილად ასეა. უკვე ისეთ სამკურნალო პრეპარატებს ვიღებ, ზეთზეც შემიძლია მუშაობა. იმ პერიოდში, არ არსებობდა ეს სამკურნალო საშუალებები, საშინელი ხუთვები მქონდა.

 

Нет описания.

 

მაგრამ ისე შევეჩვიე ძაფით მუშაობას, მრავალი წელი ამ ტექნოლოგიას ვიყენებდი. ამ ეტაზპე, აკრილით მუშაობამ გამიტაცა და ვეღარ ვახერხებ,რომ ისევ ძველ საქმეს დავუბრუნდე.

 

ძაფის ტექნოლოგიით შექმნილი, ყველა ნამუშევარი გაიყიდა?

 

რა თქმა უნდა, არც ერთი არ შემომრჩა. ჩემი ნაცნობი რუსი ქალბატონი ყიდდა. ამ რუს ქალბატონს კატია ერქვა, გვარად პალი. ჩემი ნახატები, პირველად რომ ნახა, მაშინვე მოიწვია რუსი ხელოვნებათმცოდნეები, ფერმწერები, ექსპერტები.

 

 

На изображении может находиться: 2 человека

 

თავიდან ფიქრობდნენ, სად ძაფი და სად ფერწერაო, მაგრამ რომ ნახეს, მაშინვე უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მაგრამ კრიზისის გამო, თავი დავანებე ამ ტექნოლოგიით მუშაობას.

 

თქვენი ნახატები ქ. ცაგერის მუზეუმში, ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით არის გამოფენილი…

 

ნამდვილად ასეა. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენმა დეპუტატმა შეიძინა და მუზეუმს, საჩუქრად გადასცა. ნახატები, აკრილით არის ნამუშევარი. ძველი არაფერი მაქვს შემორჩენილი და ძალიან გული მწყდება.

 

ერთ-ერთ საიტზე, ჩემი ძველი ნახატების (ძაფის ტექნოლოგიით) ფოტოები დავდე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემ „ფეისბუქ“გვერდზეც დავდე და ვფიქრობ, გაზაფხულიდან, ისევ გავაგრძელებ.

 

Нет описания фото.

 

როგორ დაიბადა ეს იდეა?

 

მსოფლოში არავინ არ მუშაობს ამ ტექნოლოგიით. ფერადი ძაფი, ადამიანში, გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ასეთი ფერწერა, არავის აქვს

 

თავიდანვე არ მაკმაყოფილებდა გუაშით მუშაობა, ზეთი მეტად მიყვარდა ფერად ძაფებს მოვკარი თვალი და იდეა დამებადა. მუყაოს ქაღალდზე ვმუშაობ, წებოთი ხდება დაქუცმაცებული ძაფების დამუშავება, წებო ქრება და ნახატი რჩება.

 

პირველივე ნამუშევარი, რამდენიმე დღეში გაიყიდა. პირველი ჩემი ნამუშევარი, „გეიშა“ იყო. ფოტო შემომრჩა, მაგრამ ნახატი აღარ. იმ პერიოდში, უფრო მოგრძო ძაფებით ვხატავდი.

 

 

Нет описания.

 

რუსებმა, ჩემ შექმნილ ტექნოლოგიას – „ფერწერა ძაფით“ უწოდეს. როცა პანდემია დაიწყო, ვფიქროდი, რომ უფრო გამიჭირდებოდა ნახატების გაყიდვა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ აშშ-იც და ევროპის უამრავ ქვეყანაში გაიყიდა.

 

На изображении может находиться: на улице

 

საქართველოში, ყველაზე დიდი მოთხოვნა ნატურმორტებზეა. ჩემი ნამუშევრები ბევრს თბილისშიც მიაქვს, საკმაოდ დაბალ ფასში ვყიდი.

 

На изображении может находиться: растение и еда

 

რომელ ცნობილ ადამიანს აქვს შეძენილი, ძაფით შექმნილი, თქვენი ფერწერული ნამუშევარი?

 

ძალიან ცნობილი ადამიანია და არ მინდოდა ამის გამჟღავნება, რადგან რუსი ეროვნებისაა, შეიძლება „კუდები“ გამობმოდა.

 

პირველი ადამიანი ხართ, ვისაც გავანდობ. ძაფებით შექმნილი ფერწერული ნამუშევარი – „პიანისტი“, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, სერგეი ლავროვმა შეიძინა.

 

რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდი იყო, რუსების ხსენება არავის უნდოდა და თავი შევიკავე, ცოტა მეშინოდა კიდეც.

 

Нет описания.

 

არადა, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ის ხალხი, ვისთანაც შეხება მქონდა, რუსეთის ელიტის წარმომადგენლები იყვნენ და არანაირად არ ერეოდნენ პოლიტიკაში. ისეთი სითბო, გულისხმიერება და დაინტერება ჰქონდათ ჩემს მიმართ, უამრავი გამოფენა მომიწყვეს.

 

Нет описания фото.

 

სხვათა შორის, ორი გამოფენა მოსკოვში, ქართულმა კავშირმა მომიწყო. უამრავი ხალხი მოდიოდა, თითქმის ყველა ნახატი გაიყიდა. რამდენიმე წელია, რაც ქ-ნი კატია პალი სხვა საქმეს აკეთებს და ამიტომ აღარ მაქვს კონტაქტები.

 

ამ ადამიანმა, ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩემთვის, ჩემი ნახატების კატალოგიც კი გამოსცა – წიგნის ავტორის, ექსპერტ ელენა სადიკოვას გამომცემლობით, რომელიც საფრანგეთში მუშაობს და მხატვრების შემოქმედებაზე წერს.

 

Нет описания фото.

 

ამავე დროს მეცნიერ მუშაკია, თან ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში მუშაობს. ჩემი ნამუშევრები, სახელწოდებით – „ახალი ტექნოლოგიები სახვით ხელოვნებაში“, თავის წიგნში შეიტანა.  

 

უამრავი სიახლეები იყო, მეშინოდა, სიხარულისგან გული არ „გამსკდომოდა“. რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მომბეზრდა, ამიტომ ჩემთვის, წყნარად ყოფნა ვამჯობინე.

 

На изображении может находиться: 1 человек, стоит и обувь

 

საქართველოში გქონდათ გამოფენა?

 

კი, როგორ არა! ჩემი ნამუშევრების გამოფენა, პირველად, 2007 წელს, თბილისის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგა, ამავე წელს, ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკაში.

 

2008 წელს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, 2010 წელს – თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, 2010 წელს – პერფორმანსი და არტ-აქცია პოეზია-მხატვრობა – ”თეთრი წითელი ლურჯი”. არ ვარ აქტიური ადამიანი და ამიტომ ძირითადად, არ ვჩანვარ.

 

На изображении может находиться: 2 человека, в том числе Rusudan Dusuna Kevanashvili

 

ბოლო ხანებში ბევრმა ტელევიზიამ მიმიწვია, მაგრამ თავი შევიკავე, წყნარად ყოფნა მირჩევნია. ბევრი მთხოვს, რომ ისევ გავაგრძელო ჩემი ტექნოლოგიით მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ.

 

На изображении может находиться: 1 человек

 

თქვენი ნოლო ნამუშევარი…

 

საახალწლო ნაძვის ხე – ძალიან განსხვავებული, ძირითადად სათამაშოების გარეშე. გვიან დავიწყე ფიქრი და რაც მინდოდა, ის არ გამომივიდა.

 

На изображении может находиться: 2 человека

 

მინდოდა, ხის ფირფიტებით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალების ფიგურები შემექმნა. საერთოდ, ყველა ეროვნების ხალხი მიყვარს – პორტრეტების ხატვა მიყვარს.

 

На изображении может находиться: 2 человека, в том числе Rusudan Dusuna Kevanashvili, шляпа и часть тела крупным планом

 

ამ ბოლო დროს, ისეთი ცხოვრება დამიდგა, რომ ბევრ ნატურმორტს ვხატავ და ვყიდი. ხარისხს არ ვღალატობ, მაგრამ ისეთ რამეს ვხატავ, რაც ხალხის მითხოვნაა.

 

Нет описания фото.

 

ჩემი მოთხოვნილება არ არის, მაგრამ ასე მჭირდება. მაქვს უამრავი სახასიათო ნამუშევრები.

 

Нет описания фото.

 

ყველაზე ძვირად, რომელი ნახატი გაიყიდა?

 

კატია მუშაობდა ამ საკითხზე და ზუსტად რა ფასში ყიდდა, არ ვიცი, არც მიკითხავს. ნახატში (პიანისტი), რომელიც ლავროვმა შეიძინა, 1500 დოლარი გადამიხადეს, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ყველაზე პატარა ნატურმორტი, 300 დოლარად იყიდებოდა.

 

На изображении может находиться: цветок и растение

 

რაჭაში ჩამოდიოდნენ და აქ მიმდინარეობდა გადაღებები. მოსკოვში, ორჯერ მიმიწვიეს. ჩემი ნახატები, არა მარტო ლავროვს, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს, ელჩებს აქვთ შეძენილი, უმეტესობა, მოსკოვის ელიტას. აკრილით ნამუშევარი ნახატებიდან, ბევრი უცხოეთშია გატანილი და გაყიდული.

 

Нет описания фото.

 

რაჭის ბუნება არ გაქვთ დახატული?

 

სხვათა შორის, მხოლოდ რამდენიმე ნახატი მაქვს, ძირითადად უფრო რთულ ნამუშევრებს ვირჩევ. ახალგაზრდობაში, იმპტრესიონისტი ვიყავი, მქონდა უამრავი დაუსრულებელი ნახატები.

 

На изображении может находиться: на улице

 

ბევრი ხატავს უკვე, თითქოს ყველაფერს პეწი დაეკარგა და ამიტომ რეალისტური სტილის მხატვრობა ავირჩიე და ვცდილობ, ახალი თვალით დანახული ნამუშევრები შევქმნა.

 

თქვენი ოჯახი…

 

მეუღლე არქიტექტორია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს. მყავს 40 წლის ვაჟი – პაატა კუპრაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, უკრაინაში ცხოვრობდა.

 

რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. ისიც სპეციალობით მხატვარია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ქვაზე ხატავს და ხის დამუშავებაზე მუშაობს.

 

რომ ჩამოვიდა, მალევე აპირებდა უკან დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ, რაჭაში დარჩენა გადაწყვიტა. აქ დაიწყო მუშაობა. ოჯახი, ჯერჯერობით არ ჰყავს

 

რას გვეტყოდით ახალგარდა თაობაზე…

 

ამბროლაურის სამხატვრო სკოლაში ვასწავლი. სხვათა შორის, ბოლო წლებში, უამრავმა ბავშვმა ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

 

На изображении может находиться: цветок

 

რამდენიმე წელია, ამბროლაურიდან, აკადემიაში სასწავლებლად, არავინ წასულა. ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის, რაჭის ბავშვები, განსაკუთრებულად გონიერები არიან.

 

На изображении может находиться: 4 человека

 

ასწავლით ბავშვებს, თქვენ მიერ შემუშავებულ ორიგინალური ტექნიკით – „ფერწერა ძაფით“ მუშაობას?

 

უარს არავის ვეტყოდი, ჩემ შვილსაც აქვს სურვილი ისწავლოს, მაგრამ ეს საქმე, იმდენად მარტო „ჩემი“ გამოვიდა, ვფიქრობ, ღრმად უნდა ჩაწვდე, რომ რაც მე აღმოვაჩინე, სხვამაც ისე დაინახონ.

 

თუ მხატვრობაში, კარგად არ ხარ გარკვეული, არაფერი გამოვა. ელემენტარულად, სხვადასხვა ფერის ძაფებს, ყველა დააწებებს, მაგრამ ის, რომ შექმნა, ის, რასაც ვაკეთებდ, ცოტა რთულია.

 

На изображении может находиться: 5 человек, в том числе Rusudan Dusuna Kevanashvili, люди улыбаются

 

ამავე დროს, საქართველოშიც, დიდი მოთხოვნა არ არის და სავარაუდოდ, გამიჭირდება გაყიდვა. ნატურმორტებს, იმდენად იაფად ვყიდი, რომ ხშირად, მხოლოდ მასალის შესაძენი თანხა მრჩება.

 

სამომავლო გეგმები…

 

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, პატარ-პატარა სკულპტურული ნამუშევრებიც შევქმნა. რამდენჯერმე ვცადე, ბალერინები გამოვაქანდაკე და სამომავლოდ გაგრძელებას ვგეგმავ.

 

ცალკე სახელოსნო არ მაქვს, თორემ მეტის გაკეთებას შევძლებდი. მარტო რომ ვცხოვრობდი, უფრო ვახერხებდი მუშაობას, ახლა კი მაქვს სურვილი პატრა სახელოსნო მქონდეს.

 

На изображении может находиться: 2 человека, в том числе Rusudan Dusuna Kevanashvili, люди стоят и в помещении

 

ძალიან მიყვარს მარტოობა, ზოგჯერ, შეიძლება ტელეფონის ზარმაც კი „დამინგრიოს“ მუზა. ქალაქის მერიისთვის, არასდროს მითხოვია ფართი, არც მომსვლია აზრად.

 

მათგან არც ყურადღება მაკლია და არც დაფასება. ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ უფრო ვიფიქრებდი ამ საკითხზე. ისეთ ასაკში ვარ, ბევრი სხვა პრობლემები მაქვს.

 

На изображении может находиться: 1 человек

 

კმაყოფილი ვარ იმით, რომ რაიონში ბევრი მიცნობს, ყველა მიღიმის და მეც ასევე მიყვარს. მართალია ამბროლაურში ვცხოვრობ, მაგრამ მსოფლიოსაც ვაწვდი ხმას.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X