
26 ივლისს, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონი დასრულდა. ფინალმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ნინას – 5 შვილის დედა, რომელსაც სიმსივნე აქვს, წყვეტს უცხო ქვეყანაში გადაბარგებას, სადაც თითქოსდა რაღაც ლერწმით მკურნალობენ კიბოს, და ემშვიდობება ქმარსა და შვილებს, ამბობს, რომ დაიღალა მათგან და რომ სურს, იქ დაელოდოს ან სიკვდილს, ან გამოჯანმრთელებას, ოღონდ, მათგან შორს.
მაყურებელი ქალების დიდმა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ნინა.
ანა ტყებუჩავამ საკუთარ faceebok გვერდზე დაწერა, რომ ის ძალიან ნერვიულობს და იმედია მაყურებელი ამ ამბებს სწორად გაიგებს.
„სეზონის ბოლო სერია. მე ძალიან ვნერვიულობ, იმედი მაქვს სწორად გაიგებს მაყურებელი იმ ამბებს რაც მოხდება და იმედი მაქ ცოტა მაინც შევძელი იმ გზავნილის მიტანა, რაც მინდოდა“,- წერს ანა ტყებუჩავა.























