15:01 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

ძალის გამოყენება არ დაგვჭირდება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ძალის გამოყენება არ დაგვჭირდება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვა.

 

„ამას პირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.

 

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი. რა 40 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ გამართული?!“- განაცხადა კობახიძემ.

 

ნახეთ სხვა სტატიები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X