12:52 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

„ძალოვანები იყვნენ მოსული“ – რატომ შეუჩერდა მამა ათენოგენეს მსახურების უფლება

„ძალოვანები იყვნენ მოსული“ – რატომ შეუჩერდა მამა ათენოგენეს მსახურების უფლება

მეფე გრიგოლ კაციას გადაწყვეტილებით, ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მსახურების უფლება შეუჩერდა.

 

ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში, უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირი გადაწყვეტილებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უკავშირებს.

 

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ღვთისმსახურების დროს წირვაზე ძალოვნები მივიდნენ და მას ვიდეო გადაუღეს, სადაც მისი თქმით, ასახულია რომ ლოცვისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს არ იხსენიებს.

 

მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ, ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ რომ არ ვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით

 

ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი მღვდელმთვრებიდან ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს,რომელიც სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა,ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ათინოგენე მდივანი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

 

 

„ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად
2020-05-31„ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად" - რას ჰყვება პატრული, რომელმაც 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
                
ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)
2020-05-28ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)

 

ავტორი: Prime Time

X