
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, CoViD-19-თან გამკლავების თვალსაზრისით მათ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.
მისი თქმით, შექმნილია ქსელი, რომელსაც „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელსაც“ უწოდებენ.
„რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“.
ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.























