
მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ.
11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.






















