13:51 | 2020-08-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა

სტიქიის შედეგად, ქალაქ ლაგოდეხის რამდენიმე ქუჩაზე, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და დაზიანებულია შიდასაუბნო გზები.

 

დატბორვის მიზეზად ადგილობრივები, წლების განმავლობაში გასაწმენდ სანიაღვრე არხებს ასახელებენ.

 

როდის განაახლებს ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას - ეზუგბაიას განმარტება
2020-08-22როდის განაახლებს ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას - ეზუგბაიას განმარტება

 

„ყოველ წვიმაზე ასეთ დღეში ვართ. ვითხოვთ, რომ სანიაღვრე არხები გაწმინდონ და არავინ მოდის. ყველაფერი გვილპება“, – განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

 

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ დაიტბორა.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიის გამო შექმნილ ვითარებას ადგილებზე სწავლობენ და ზარალის მოცულობას ადგენენ

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X