13:10 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

ძლიერმა წვიმამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასამხრალი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასამხრალი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასამხრალი დააზარალა.

13 ივნისის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს 
2021-06-1313 ივნისის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს 

 

უხვი ნალექი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა. წვიმის წყალი ჩასულია სარდაფებსა და ქვევრებშიც.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობაა.

 

„ღამის სამ საათზე შემოვარდა წყალი, თუ რამ მაქვს, ყველაფერი გაფუჭდა, თავიდანაა გასაკეთებელი. სანიაღვრე არხები ვითომ გააკეთეს და ჭები ამოგვითხარეს, წყლის ჩასაშვებად. ჭა რაში მჭირდება, თუ ეს მდგომარეობა მექნება სახლში”-თქვა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ირმა მტირალიშვილმა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში დახმარებას გაუწევენ.

 

წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშიც.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

No photo description available.

ავტორი: Prime Time

X