00:12 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ძმა დაიღუპა, მეც არ მქონდა კარგი ჯანმრთელობა ამიტომ ბიძაჩემს უჩიჩინებენ, რომ დედას ქონება არ უნდა გაუყოს – 17 წლის მოზარდი

ძმა დაიღუპა, მეც არ მქონდა კარგი ჯანმრთელობა ამიტომ ბიძაჩემს უჩიჩინებენ, რომ დედას ქონება არ უნდა გაუყოს – 17 წლის მოზარდი

17 წლის მოზარდი ყურადღებას ითხოვს. ვრცელ ისტორიაში აღნიშნავს, რომ ოჯახურ პრობლემებზე დუმილი დედის ჩაგვრის გამო დაარღვია.

 

სოციალურ ქსელში გვერდი “მეც შვილი” ვარ მოზარდის ისტორიას აქვეყნებს, სადაც მრავალი პრობლემა იკვეთება. ოჯახური ტრაგედია, ჯანმრთელობის პრობლემა, “კეთილმოსურნე” ნათესავები და ქონება, რომლის განაწილებაც ამ ოჯახისთვის არ სურთ… მიზეზი დაუჯერებელია, თუმცა ამაზეც მოზარდი მკითხველს თავად მოუთხრობს…

 

“ჩემი ძმა სისხლის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და ოჯახში ყველა თავს ევლებოდა. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ამის შემდეგ შვილი აღარ გაეჩინა, რადგანაც, როგორც ექიმებმა აუხსნეს, დედას და მამას გენეტიკაში არსებული შეუთავსებლობა იქნებოდა იმის საშიშროების მიზეზი, რომ მათი შემდგომი შვილებიც ასეთები დაიბადებოდნენ. საწყალი დედა და მამა წლობით ცხოვრობდნენ საავადმყოფოებში, ჩემი ძმა სულ უფრო და უფრო ცუდად იყო და ბოლოს გარდაიცვალა კიდეც…

 

შვილის სიკვდილი ნამდვილი ჯოჯოხეთია და ეს ჯოჯოხეთი ჩემი მშობლებისთვის კიდევ მეტად მწვავდებოდა იმით, რომ ავადმყოფი ბავშვის აგონიას თვეობით უყურებდნენ და შველა არ შეეძლოთ… შემდეგ დავიბადე მე… დედამ მხოლოდ ორსულობის მე-5 თვეზე შეიტყო ფეხმძიმობის შესახებ. ძალიან ინერვიულა ორივემ, მაგრამ ასეა თუ ისე, ასე მოვევლინე ამ ქვეყანას. მეც არ მქონდა კარგი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი ძმის მონაცემებთან შედარებაც არ შეიძლებოდა, ისე კარგად ვიყავი.

 

ერთმა ენაჭარტალა ნათესავმა დედას პირდაპირ მიახალა ერთხელ, ხომ იცოდი, რომ ჯანმრთელი შვილი არ გაგიჩნდებოდა და ნეტავ რას აჩენდი კიდევ სხვასო… დედამ ისე ინერვიულა, რომ ორი კვირა ლოგინად ჩავარდა…

 

დედა მდიდარი ოჯახიდანაა და ძალიან კარგი მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ ნათესავები აქაც ჩაერივნენ და დღე და ღამე უჩიჩინებენ ბიძაჩემს, ანუ დედის ძმას, რომ მე ავადმყოფი ვარ, შეიძლება მოვკვდე როცა იქნება და დედაჩემს მშობლების ქონება არ უნდა გაუყოს.

 

მე ახლა 17 წლის ვარ და თქვენი გვერდი შემთხვევით აღმოვაჩინე. გწერთ იმის გამო, რომ დედას გულს ტკენენ ეს ადამიანები ძალიან. დედას საერთოდ არ სჭირდება არც ეს ქონება და არც არაფერი, უბრალოდ უნდა, რომ მე ვიყო ჯანმრთელად… მაგრამ ბოროტი ადამიანები არ ასვენებენ და მგონი ბიძაჩემიც თავიანთ ჭკუაზე გადაიყვანეს. დედა ამბობს, რომ ბიძამ რომც წაიღოს მისი კუთვნილი მემკვიდრეობა, ამაზე არ იდარდებს, მაგრამ მე მეცოდება ასეთი დაჩაგრული და ბედისგან გასაწყლებული ქალი. იურიდიული ამბავი არაა ეს, უფრო მორალური განადგურების თემაა… იქნებ არასწორად მგონია რამე? გთხოვთ, მიპასუხოთ, რადგან არ ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში… არსებობს კი სიმართლე საერთოდ?” – წერს მოზარდი.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

 

ავტორი: Prime Time

X