
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიებზე TDI-ის ანგარიშის შეფასებისას მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჰყვება, რომ $42 ათასის ღირებულების მანქანა “პატიოსანმა ადამიანმა” შეწირა. ამის შესახებ სასულირო პირმა TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა:
„ჩემი ავტობომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 ათასი დოლარი 2006 წელს.
პატიოსანმა ადამიანმა რომ ნახა რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, რაღაც ისეთით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, 2006-დან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ“.






















