
გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უაკვშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, სადაც დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.
ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ ჩატარდა 2767 PCR ტესტი.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 45 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1321 ადამიანი. დღეს კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.























