12:24 | 2020-04-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ე.წ კომენდანტის საათის დარღევისთვის დღემდე 2,637 მოქალაქე დაჯარიმდა

ე.წ კომენდანტის საათის დარღევისთვის დღემდე 2,637 მოქალაქე დაჯარიმდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 70 მოქალაქე დააჯარიმა.

 

დღემდე ამ სამართალდარღვევისთვის სულ 2,637 მოქალაქე დააჯარიმეს.

 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს – სულ 1,451 მოქალაქე.

 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს – სულ 1,663 მოქალაქე

 

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 517 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 168 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X