11:39 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში სრული პაკეტი წარვადგინეთ – ამირან გამყრელიძე

ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში სრული პაკეტი წარვადგინეთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით და ვნახოთ, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი რეგულაციები. მე აღმინიშნავს, რომ სავალდებულოობა რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე, როგორც ერთი ექიმი, ამირან გამყრელიძე, ამას ვემხრობი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X