15:59 | 2020-09-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ე.წ სეროპრევალენტობის კვლევის თანახმად ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს

ე.წ სეროპრევალენტობის კვლევის თანახმად ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი კოვიდდადებითი შემთხვევა იყო.

 

აჭარაში ნამყოფ 808 მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა - ინფიცირებულია 6
2020-09-14აჭარაში ნამყოფ 808 მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა - ინფიცირებულია 6

 

გამყრელიძის თქმით, კვლევა 4 მუნიციპალიტეტში 17-25 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.

 

„მნიშვნელოვანი, რომ გუშინ დავასრულეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1 222 სისხლის ნიმუში იქნა შემთხვევითი პრინციპით შერჩული. იქ განისაზღვრა ე.წ. იმუნოგლობულინ ჯის ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ „იმუნოგლობულინ ჯი“ როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია.

 

1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი ამოვიდა მარტვილის რაიონში. კვლევა ჩატარდა 17-25 აგვისტოს პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე გვქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X