
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ საგანგაშოა – ამ ფონზე კი სპეციალისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ დაფიქსირებას 2 კვირის ვადაში ელოდებიან. ახალი შტამი, „ტვინდემია“ და სეზონური გრიპი – ეს ის გამოწვევებია რის წინაშეც დგას ჯანდაცვის სისტემა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ განვითარდეს. სხვა შემთხვევაში ექიმები სავალალო სცენარს აანონსებენ.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ე.წ. ტყუპი პანდემია, ანუ “ტვინდემია”, აუცილებელი და ერთადერთი ნაბიჯი არის, პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ გვექნება,“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.






















