
3 დღე იყო დარჩენილი იქამდე, სანამ კონგო ებოლას აფეთქების საბოლოო შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოამზადებდა, თუმცა დღეს ქვეყანაში ებოლას ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევა ბენიში დადასტურდა, ქალაქში, რომელიც ებოლას დაავადების აფეთქების მეორე ეპიცენტრი იყო.
I am sad to hear about a new #Ebola case in northeastern #DRC. @WHO is on the ground supporting the investigation and will continue to work side by side with the Ministry of Health to end Ebola. pic.twitter.com/0tailaqdxR
— Dr Matshidiso Moeti (@MoetiTshidi) April 10, 2020
ჯანმოს ადგილობრივი ხელმძღვანელის, მატშიდისო მოეტის თქმით, ეს შემთხვევა ძალიან სამწუხაროა და ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ გაქრეს ვირუსი.
კონგოს იმედი ჰქონდა, რომ მათთან დასრულდა ერთი დიდი ვირუსის აფეთქება, რადგან ქვეყანა მეორე მომაკვდინებელი ვირუსისთვის, COVID-19-სთვის ემზადება.
ებოლას ვირუსს 2013–2016 წლებში, ძირითადად აფრიკის ქვეყნებში, 11,310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.






















