
აბრაამ მინცმა და ზოხერ აბუ ჯამამ დაასრულეს 41 წლის ქალთან ვიზიტი, რომელსაც ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ისრაელის ქალაქ ბაერ-შევაში სასწრაფო გამოიძახა.
როდესაც საღამოს 6 საათი შესრულდა, მინცი და აბუ ჯამა მიხვდნენ, რომ ეს შესაძლოა მათი შესვენების ბოლო საათი იყო, რის შემდეგაც ისრაელში სწრაფი რეაგირების საგანგებო მდგომარეობის სამაშველო ჯგუფი გაჩერდა ერთ ადგილას და ლოცვა დაიწყო.
ებრაელი მინცი იერუსალიმის მხარეს დადგა, ხოლო მუსლიმი აბუ ჯამა მექას მხარეს მუხლებზე დაიხარა და არაბულად შეუდგა ლოცვას.
ორი მედმუშაკისთვის, რომლებიც ხანდახან ცვლასი ერთად მუშაობენ, ერთობლივი ლოცვა უცხო არ იყო, თუმცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, პანდემიის კრიზისის დროს ახლა მოხვდა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ინფიცირებულთა რიცხვმა 2369-ს მიაღწია, გარდაიცვალა 5 ადამიანი. ქვეყანაში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.






















