
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მისი ახლობლები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციასთან იპოვეს.
რამაზ გერლიანის ახლობლები საზოგადოებას თხოვენ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე 597146522.
ინფორმაცია გაუჩინარების შესახებ სოცილაურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ სალომე შავიანიძემ საკუთარ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა.






















