10:55 | 2021-05-23 ავტორი: Prime Time

ეფექტურია თუ არა Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ – ახალი კვლევა

ეფექტურია თუ არა Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ – ახალი კვლევა

Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ ეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა – ინგლისის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ორივე, სრული დოზის მიღების შემდეგ, ინდური შტამისგან გამოწვეული სიმტომატური დაავადების მიმართ თანაბრად ეფექტურია.

 

ასევე, დადგინდა, რომ, პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ აღნიშნული ვაქცინები ინდური შტამის მიმართ, 33%-ით ეფექტურია, ბრიტანულის შემთხვევაში კი 50%-ით.

 

Pfizer-მა ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ინდურ ვარიანტთან, 66%-იანი ეფექტი აჩვენა, ბრიტანულთან კი – 93%-იანი.

 

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ორივე დოზის მიღების შემდეგ ის ინდური ვარიანტის მიმართ, 60%-ით ეფექტურია, ბრიტანულის მიმართ კი – 66%-ით.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ვაქცინის ორივე დოზის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.

ავტორი: Prime Time

X