18:25 | 2020-07-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია” – სალომე გოგიაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრებს მიმართავს

“ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია” – სალომე გოგიაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრებს მიმართავს

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმის მიმდინარეობას ეხმაურება და დაბადების დღეზე მყოფებს არაკაცებად მოიხსენიებს.

 

„ყოველ დილას იმ ინტერესით ვხსნი „ფეისბუქს“, რომ იქნებ რამე ახალი დაიდო შაქარაშვილის საქმეზე… არაფერს ახალს არ ვიტყვი. სულ ამ ბავშვზე მეფიქრება და მინდა ვიცოდე, რა დაემართა, როგორ, რატომ…

 

ჩხუბის დროს ეს ბავშვი მშვიდობის დამყარებას ცდილობდა - გაბუნიას ემოციური მონოლოგი
2020-07-05ჩხუბის დროს ეს ბავშვი მშვიდობის დამყარებას ცდილობდა - გაბუნიას ემოციური მონოლოგი

 

ყოველ ახალ ინფორმაციაზე ახალი და უამრავი კითხვა ჩნდება, მაგრამ რაც უნდა გვითხრან, როგორც უნდა გაიხსნას გამოძიება, აი, ის არაკაცები, რომლებიც თავისი ტრ…ის გადასარჩენად, ზოგი ტაქსით წამოვიდა, ზოგი ფოტოებს შლიდა და ზოგი ახლაც მალავს ფაქტებს.

 

ერთს გეტყვით, ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია… ხართ გარეულები, არ ხართ, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, კაცი დატოვეთ და არ უშველეთ!!!! ბოდიში ემოციისთვის მაგრამ ამდენი არაკაცი ერთად რა დაბადების დღემ შეგკრიბათ…“– წერს სალომე გოგიაშვილი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X