
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის ეგზიტპოლის შედეგებით, დედაქალაქში კახა კალაძემ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.
„გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგი იყო 51.3%, რაც 2 რამეზე მიანიშნებს – ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ თბილსიში დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები, ხოლო რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება დაახლოებით არის 3%, აქედან გამომდინარე, ხმების დათვლას უნდა დაველოდოთ. და ეს საბოლოო სურათი დღესვე იქნება ცნობილი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















