11:51 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

ეკა ბესელია ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან

ეკა ბესელია ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან

პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს.

 

დამოუკიდებელი დეპუტატი პრაიმტაიმთან ასახელებს იმ მიზეზებს, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

 

„ჩემს განცხადებაში არის ძალიან კონკრეტული შინაარსი.

 

პარტია იმიტომ დავაფუძნეთ, რომ სასამართლო რეფორმა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რომ ამ რეფორმის მთავარი არსია, სასამართლოში იყვნენ პატიოსანი, წესიერი პროფესიონალი მოსამართლეები.

 

ამ რეფორმის განხორციელებას პარლამენტში ძლიერი გუნდი სჭირდება, თუ ახალი პარტია ვერ მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და პარლამენტში ვერ შევა, რასაც პირადად მე არ ვუშვებ და გამოვრიცხავ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მზაობა არ არის გვქონდეს შესაძლებლობა ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანის. მაშინ სხვა ფორმით და სხვა პლატფორმიდან განვაგრძობ მუშაობას.

 

ბესელია ამბობს, რომ პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე ფიქრობს. თუმცა, შეთავაზებები და კონსულტაციები სხვა პარტიებიდანაც აქვს.

 

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ
2020-06-09Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

 

„ჯერჯერობით, მზად ვართ დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის. თუ რამე საერთო იქნება გაერთიანების თვალსაზრისით რომელიმე სხვა პარტიასთან, ამაზე მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე გვაქვს კონსულტაციები.

 

მგონია, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია არჩევნებში მონაწილეობა.

 

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეკა ბესელია პასუხობს:

 

„არც ერთ შემთხვევაში.

 

თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩვენს პარტიას ვერანაირ ფორმით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არასდროს გადაიკვეთება“.

ავტორი: Prime Time

X