15:48 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ეკა ბესელია მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარუდოდ, თბილისში იქნება

ეკა ბესელია მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარუდოდ, თბილისში იქნება

„პარტია სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად აპირებს.

 

ეკა ბესელია სავარაუდოდ მაჟორიტარი კანდიდატი დედაქალაქში იქნება.

 

„ვსაუბრობდით რომ ვიქნებოდით დამოუკიდებლად, თუმცა ვთქვით რომ კონსულტაციებს შევინარჩუნებთ.

 

ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020
2020-05-24ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020

 

პერსონებს რაც შეეხება მე ჯერ არ შემიძლია კონკრეტული გვარებით საუბარი, ჯერ დასრულდეს კონსტიტუციური ცვლილებები. უფრო მეტად ვფიქრობ რომ ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია, ალბათ ეს იქნება დედაქალაქში,“- განაცხადა ბესელიამ.

 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრებსა და კონსულტაციებს აქტიურად ესწრება ეკა ბესელიაც. ოპოზიციური პარტიების მთავარი გეგმა ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებაა. ცნობილია რომ პოლიტიკური პარტია „ლელო“ მაჟორიტარ კანდიდატებს დამოუკიდებლად წარადგენს, მსგავსი ტაქტიკა აქვს ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის”.

ავტორი: Prime Time

X