
ჩვენ აღმოვჩნდით ფრთხილები და ამ სიფრთხილემ მოგვცა შედეგი. ეს დასაფასებელია ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე POSTV-ის ეთერში აცხადებს.
მისი თქმით, იტალიის და ჩინეთის მსგავსად, დღეში ასეულობით შემთხვევების მოლოდინი არ არის.
„20-30 პაციენტი დღეში, შეიძლება ნაკლები, შეიძლება ცოტა მეტი. ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ველოდით, რომ შეიძლება ყოფილიყო ასეული, როგორც იყო იტალიის და ჩინეთის მაგალითზე.
ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, როგორც ჩვენ, ისე სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს ვირუსის მართვა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ მივიღეთ გამოცდილება.
ჩვენ აღმოვჩნდით ფრთხილები და ამ სიფრთხილემ მოგვცა ეს შედეგი. ეს დასაფასებელია ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, არავინ იცის, თუ როდის იქნება მეორე ტალღა და გასათვალისწინებელია სინგაპურის მაგალითი.
„შეიძლება სინგაპურის მაგალითზე განვიხილოთ, მათაც ჰქონდათ ძალიან წარმატებული შედეგები.
მაგრამ ვინაიდან არ იყო დაცული გარკვეულ შემთხვევებში ის ბერკეტები, რომელიც უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული, მათთან მეორე ტალღა აღმოჩნდა ბევრად უფრო დრამატული.
სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით, ჩვენ ამ შეცდომებს გავითვალისწინებთ და შესაბამისად იმ დაშვებებში, რომელსაც ვაპირებთ ვიქნებით საკმაოდ ფრთხილები.
ჩვენი მიზანია, პროცესი ვმართოთ დროში და არ გვქონდეს გარკვეული ტალღები“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 571 პაციენტს აკვირდებიან.






















