
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
მინისტრი პირადად გაეცნობა საავადმყოფოში არსებულ ვითარებას.
ცნობისთვის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.






















