23:34 | 2021-03-19 ავტორი: Prime Time

ეკატერინე ტიკარაძე საჯაროდ აიცრება

ეკატერინე ტიკარაძე საჯაროდ აიცრება

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს მომავალში საჯაროდ აიცრას. უფრო მეტი დეტალი კი საზოგადოებისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.

 

“დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ აცრის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავიცრებოდი.

 

დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, რადგან ის, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი, რომ მოსახლეობა ჩვენ დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას თუ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

 

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს ნახოს საჯაროდ, მათ შორის, როგორ ვიცრებით ასტრაზენეკას ვაქცინით,”- აღნიშნა ტიკარაძემ.

ავტორი: Prime Time

X