15:32 | 2020-05-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გარკვეული ეჭვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის განცხადებას – ეკატერინე ტიკარაძე სომეხ კოლეგაზე

გარკვეული ეჭვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის განცხადებას – ეკატერინე ტიკარაძე სომეხ კოლეგაზე

ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს.

 

ტიკარაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ იგეგმება არმენ ტოროსიანთან კომუნიკაციას, რათა გაიგონ, რა გახდა მისი განცხადებების მიზეზი

 

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია და გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა მის კითხვაზე პასუხის გაცემა.

 

ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე
2020-05-25ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

 

ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არამხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან.

 

აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველო სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა და ასევე განაცხადა, რომ სომხეთს საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვს.

 

არსენ ტოროსიანის ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X