
„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში განვითარებულ მოვლენებს და აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარო პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი სურვილია ევროპული ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანთან მისვლის შანსს ამცირებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც მოვახერხებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას. ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და შესაბამისად აგრესიას გადმოვიტანთ კონსტრუქციულ დიალოგში და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და შესაბამისად ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია.























