23:07 | 2021-12-25 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

რა წერია ბრძანებაში, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე გამოსცა

რა წერია ბრძანებაში, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე გამოსცა

ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადებზე ბრძანება გამოსცა. ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აცრის პირველი კურსის დასრულების შემდეგ სამი თვე გავიდა, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.

 

“ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა”, – წერია ბრძანებაში.

 

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X