
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, „ომიკრონის“ შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირდებულა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ასევე ნახეთ: პაპარაცული ვიდეო: ეკა ბესელია ცეკვავს „აჭარულს“ დათო ხუჯაძესთან ერთად























