
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელდა მორიგი ვიდეო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად მცხეთაშია გადაღებული.
„მოვიარე მთელი საქართველო და ახლა აქ ვარ სვეტიცხოველთან და ჯვართან. შევდივარ უკვე თბილისში. როგორ მომენატრა თბილისი, ვგიჟდები“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
საღამოს, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.






















