16:43 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

„ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

„ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

საპატრიარქოში პრეზიდენტის ინიციატივას სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით უპასუხეს, სადაც ამბობენ, რომ იმუნიზაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მრევლმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

რა კავშირი ჰქონდა პროტეპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს 2001 წელს მოკლულ დათო კაკულიასთან
2021-11-04რა კავშირი ჰქონდა პროტეპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს 2001 წელს მოკლულ დათო კაკულიასთან

 

პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი ამბობს, რომ ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს განეკუთვნება და ამ საკითხებში ეკლესია არ ერევა.

 

„ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ მან გადაწყვიტოს, ჩაიტარებს ამ ვაქცინაციას თუ არ ჩაიტარებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ჯანმრთელი, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი განსხვავებულად ასწავლის, ეს ჩვენთვის მიუღებელია და თუკი კონკრეტულად გვეცოდინება ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომებიც გატარდება.

 

ნებისმიერმა პიროვნებამ და საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს იმ ოფიციალური პოზიციით, რომ ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ რადგან სამედიცინო სფეროს განეკუთვნება ეს საკითხები და არა ეკლესიის კომპეტენციას, ამიტომ, ეკლესია ამაში არ ერთვება,“ – ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X