
„ეკლესია და ილია მეორე მკვლელია!“,- ამის შესახებ უფლებადამცველი, აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
„ეკლესია და ილია მეორე მკვლელია!
ღარიბაშვილი, თავის ივანიშვილიან-გომელაურიანა და ოცნებიანად მკვლელია!
არა? მაშინ ერთს ძალადობისკენ მოწოდებები არ უნდა გაკეთებინა (გასაკუტრებით იაკობის ბრალეულობა იკვეთება), ხოლო მეორეს უნდა დაეცვა ხალხი, მაგრამ ორივემ შეგნებულად და მიზანმიმართულად მოაწყვეს პროგრომი და აგერ ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი ადამიანი იმსხვერპლეს.
რატომ ვიტანთ ან ერთს ან მეორეს?“,- წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.
ასევე ნახეთ:






















