
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, ეკლესიაში პარტიული სული არ შეიძლება არსებობდეს.
,,ღვთის გარეშე არაფერი არ ხდება და უფალმა დააწესა თავისი ეკლესია. დააწესა მღვდლები და დიაკვნები და დაავალა მათ რომ იღვაწონ, როგორც არის წესი ეკლესიისა. ვინც დაარღვევს ეკლესიის წესს და ვინც უფალს არ დაემორჩილება ძალინ დიდი პრობლემები ექნება. არა იმიტომ რომ ვინმეს უნდა ასე. უფლისაგან დაშორება იწვევს პრობლემებს. ყველა უფალთან უნდა ვიყოთ. პარტიობანა იქეთ ეყოთ იმათ ვინც პარტიობანას თამაშობს. რა მოგვიტანა კარგი? ერთმანეთის ჭამის მეტი არაფერი. ეკლესიაში არ შეიძლება პარტიული სული. ეკლესიაში არის მთლიანობა. არ შეიძლება ეკლესია ნაწილ-ნაწილს იდგეს. ეკლესიაში უნდა იყოს მთლიანობა“ – თქვა წირვაზე მეუფე სტეფანემ.
როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა მისი გეგმაა მარტვილის ეპარქიაში დაამყაროს მშვიდობა და იზრუნოს სულის ცხონებისთვის.
,,ჩემი გეგმები არის მშვიდობა და სულის ცხონებისთვის ზრუნვა.სხვას მერე ვიტყვი. ახლა რომ გითხრათ ზუსტად მეც არ ვიცი. ბრწყინვალე შვიდეულის მერე გეტყვით. უნდა გავეცნო და უნდა შევეცადო რომ ყველაფერი კარგად იყოს და აქ მოღვაწე სასულიერო პირებთან შეხვედრას ყოველდღე ვგეგმავ,”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ავტორი:თეა შონია






















