
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში ეკლესიები უნდა დაიხუროს.
„ეკლესიები უნდა დაიხუროს და ხალხმა უნდა ილოცოს სახლში. ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ საავტორო გადაცემაში.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი აჭარაშია.
ამ ეტაპისთვის სულ დაინფიცირებულთა რაოდენობა 33, ხვალ განმეორებითი ტესტირებების შედეგად გაირკვევა გამოჯანმრთელდნენ თუ არა საბოლოოდ, N1 და N3 პაციენტები.






















