
მე მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი, – ამის შესახებ პროფესორმა, თერაპევტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდა შესაძლოა აღდგომის დღესასწაულზე რეკომენდაციების არასრულად დაცვამ გამოიწვიოს, რადგან ორგანიზებულობის მიუხედავად ეკლესიებში სოციალური დისტანციის დაცვის პრობლემა იყო.
“ეკლესიაში ყველაფერი იყო ორგანიზებული და დაცული, თუმცა შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დარღვევა და პირბადის არასწორად მოხმარება.
მე მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რადგან არ ვიცით იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი. 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი.”, – აღნიშნა ბულეიშვილმა.






















