21:29 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

ეკლესიის მგალობელთა გუნდით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 23 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია – რა მოხდა კენიაში

ეკლესიის მგალობელთა გუნდით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 23 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია – რა მოხდა კენიაში

კენიის ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია.

 

BBC-ის ცნობით, ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ამ ტერიტორიასა და მარშრუტს არ იცნობდა. 12 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამაშველო სამუშაო გრძელდება და ჯერ დაზუსტებით არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი მგზავრობდა ავტობუსით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X