
საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე „ქრონიკაში“ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მეუფე შიოს ქადაგება გააკრიტიკა.
კითხვაზე ამ თავდასხმების წინააღმდეგ იქნება თუ არა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები საპატრიარქოს მხრიდან, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ საპატრიარქოს და ეკლესიას აქვს სიტყვა, რომელიც ძალიან ხშირად ამ ადამიანების ჩამოქცევას იწყებს.
„სიტყვა არის სიმართლის მამხილებელი სიმართლე, რომელსაც ვერ უძლებენ. ზოგადად მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეკლესიაში ლიტურგიის მსახურება, იმავდროულად საღმრთო სიტყვის მსახურებაა. ამ სიტყვის ქადაგება არის ერთგვარი ტრადიცია და კულტურა ეკლესიაა, რომელიც მიემართება სწორედ იმ ხალხს, რომლებიც აზროვნებენ ეკლესიურად და საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ აზროვნების ეკლესიური წესი. ესაა გარდამოცემა ეკლესიური და ნებისმიერ ერესს (ეკლესიური ლექსიკონი) საფუძვლად უდევს სახარება. ქადაგებენ და განმარტავენ სხვაგვარად. ამიტომ როდესაც ქადაგებს იერარქი ან სასულიერო პირი ნებისმიერი ამბიონიდან, პირველ რიგში ეს ეკუთვნის მრევლს რომელმაც იცის და ესმის ეკლესიური აზროვნება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























