18:24 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

ეკრანული წყვილები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ იტანდნენ

ეკრანული წყვილები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ იტანდნენ

მსახიობობა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. როლისთვის ვარსკვლავებს უამრავი მსხვერპლის გაღება უწევთ. ხშირად კი იმ ადამიანებთან ერთად თამაში უწევთ, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ იტანენ.

 

კინოდუეტები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთი სძულდათ:

 

  1. დაკოტა ჯონსონსა და ჯეიმი დორნანი – „გრეის ორმოცდაათი ელფერი“

 

„გრეის ორმოცდაათი ელფერის“ მოყვარულთათვის ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ თანამედროვე კინოინდუსტრიის ყველაზე ვნებიანი წყვილი გადასაღები მოედნის მიღმა ერთმანეთს ვერ იტანდა. სასურველი სცენის მისაღებად რეჟისორს ხშირად რამდენიმე დუბლის გადაღებაც კი სჭირდებოდა.  თამამი სცენების გამო დაკოტას თავისი კინომეწყვილის ძალიან რცხვენოდა, ჯეიმის კი საკმაოდ ეჭვიანი ცოლი ჰყავდა. თუმცა, მიუხედავად ამისა,  უნდა აღინიშნოს, რომ ანასტასია და კრისტიან გრეი დღემდე ყველაზე სასურველ ეკრანულ წყვილად რჩებიან.

 

 

2) რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი – The Notebook

 

გაგიკვირდებათ და რაიანისა და რეიჩელის უთავბოლო ჩხუბის გამო, შესაძლოა,  ნიკოლასს სპარკსის რომანი „უბის წიგნაკი“ ეკრანებზე საერთოდაც არ გამოჩენილიყო.  ფილმის რეჟისორის თქმით, ერთხელ  გოსლინგი გაბრაზებული მივარდა მასთან და რეიჩელის სხვა მსახიობით ჩანაცვლება კატეგორიულად მოითხოვა.  ნიკ კასავეტის თქმით, ისინი კამერებს მიღმა ერთმანეთს უყვიროდნენ და გამუდმებით კამათობდნენ.  თუმცა, ფილმის პრემიერის შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ და 3 წლის განმავლობაში ერთმანეთსწ ხვდებოდნენ.

 

 

3) პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი – „ბინძური ცეკვები“

გასული საუკუნის 80-იან წლებში ათასობით გოგონა ოცნებობდა ისეთ ურთიერთობაზე, როგორიც პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის გმირებს ლეგენდარულ ფილმში „ბინძური ცეკვები“ ჰქონდათ.  თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ  რეალრუად პატრიკს ჯენიფერი არ მოსწონდა და აუტანელ, გამოუცდელ მსახიობად თვლიდა. მსგავსი განწყობა ჰქონდა გრეისაც. სუეიზს ის მოუხერხებელ არტისტად მოიხსენიებდა.  წყვილი გადასაღებ მოედანზე ერთმანეთის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა.  თუმცა, ბოლოს  სიძულვილი მეგობრობამ ჩაანაცვლა და  საერთო ენის გამონახვა ორივე მათგანმა მოახერხა.

 

 

4) დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი – „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

მერილ სტრიპსა და დასტინ ჰოფმანს კი ერთმანეთის მიმართ პროფესიული შუღლი ჰქონდათ.  ფილმის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ გადაღებისას, მსახიობები გაუთავებლად კამათობდნენ.  ფაქტობრივად თავიანთი ქმედებებით ფილმის სახელწოდება სრულად გაამართლეს.

მერილს სცენარში ხშირად შეჰქონდა ცვლილებები, ამას კი დასტინი წყობიდან გამოჰყავდა. მას ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი მისი, როგორც მსახიობის, უფლებებს ლახავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, მსახიობებმა საერთო ენის გამონახვა ვერც მომავალში შეძლეს.

 

 

5) კლერ დეინსი და ლეონარდო დიკაპრიო – „რომეო და ჯულიეტა“

ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსს წილად ხვდათ ბედნიერება, ისეთი როლები შეესრულებინათ, რომლებზეც უამრავი მსახიობი ოცნებობს – მათ ხომ  რომეო და ჯულიეტა უნდა განესახიერებინათ. თუმცა გადასაღებ მოედანზე სინაზისა და რომანტიზმის ნატამალიც არ იყო – მთავარ გმირებს შორის „ელვა და ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა“.

კლერი სერიოზულად  დიკაპრიოს  სერიოზულად არ აღიქვამდა და მას უმწიფარ პიროვნებად მიიჩნევდა. ლეონარდო კი თავის პარტნიორს გამუდმებით დასცინოდა და მას ანჩხლსა და ისტერიჩკას ეძახდა. მათი ერთობლივი მუშაობა კლერისთვის იმდენად აუტანელი იყო, რომ მომავალში ლეონარდოსთან ერთად „ტიტანიკში“ გადაღებაზე უარი თქვა.

 

 

ავტორი: Prime Time

X