
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დაფინანსება მათი მოღვაწეობისთვის დამსახურებულად ეკუთვნის. ამის შესახებ მარშანიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
თუმცა, ამასთან ამბობს, რომ თუკი პარტია პარლამენტში არ შედის მან როგორც პოლიტიკურად და ზნეობრივად დაფინანსებაზე უარი უნდა თქვას.
„ახალი დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ჩვენ თუ დაფინანსებას ვიღებთ, ვიღებთ აბსოლუტურად დამსახურებულად და კანონიერად, რადგან ყველა არჩევნებში მოგებული გვაქვს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ჩვეულებრივი კანონმდებლობით წარდგენილი დაფინანსება და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა ჰქონდეს დაფინანსება პოლიტიკური მოღვაწეობისთვის? ჩვენ რა გავაკეთოთ, დაფინანსების გარეშე პოლიტიკური პარტია ვერაფერს ვერ იზამს. სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს მათი მოღვაწეობისთვის
მე მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტში არ შედიხარ და არ ცნობ ამ არჩევნებს კონონიერად, შესაბამისად პოლიტიკურად, მორალურადაც და ზნეობრივადაც უარი უნდა უთხრა დაფინანსებას, მაგრამ იცით რაშია საქმე? აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ამ დაფინანსებას ჩვენ ხომ „ქართული ოცნება“ არ გვაძლევს.
დაფინანსებას პარტია, დამსახურებულად ამ თავისი მოღვაწეობისთვის იღებს..“, – განაცხადა ადა მარშანიამ.






















