15:48 | 2020-05-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში – გია ვოლსკი

ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი უკრაინაში საქართველოს ელჩის უკან გამოწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მისი გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვიალდ დიპლომატიურია.

 

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას.

 

„რაც შეეხება ელჩის დაბარების თემას, ყველამ კარგად ვიცით რომ ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, საიდანაც იძახებ.

 

მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ თემა, ორმხრივ ურთიერთობაში, გარემოება რაც წარმოიშვა ყოფილი პრეზიდენტის რაღაც თანამდებობაზე, თუნდაც მეათე ხარისხოვან თანამდებობაზე დანიშვნა, რასაკვირველია არის თემა, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობას“,- ამბობს გია ვოლსკი.

 

დაბრუნდება თუ არა ელჩი უკრაინაში - თეიმურაზ შარაშენიძის პირველი კომენტარი
2020-05-25დაბრუნდება თუ არა ელჩი უკრაინაში - თეიმურაზ შარაშენიძის პირველი კომენტარი

 

შეგახსენებთ, უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა.

 

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X