
მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
ელენე ხოშტარიას კანდიდატურა პრეზენტაციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა.
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი იყო, რომ საშემოდგომო შუალედურ არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარის ორ კანდიდატზეა საუბარი. ოპოზიციური პარტიები ამ პოზიციაზე მხარს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას კანდიდატურას უჭერენ. ხოლო ოპოზიციონერი კოლეგებისგან ლელო თავისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ამავე პოსტზე დასახელებას მოითხოვდა…
ხოლო “ლელოს” მიერ წაყენებული ულტიმატუმით, აღნიშნული პარტია სხვა ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს დაასახელებდნენ.
იმის გამო, რომ ოპოზიცია ლელოს ინიციატივამდე შეთანხმებული ელენე ხოშტარიაზე იყო, მათ შორის აზრები იყოფოდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, ის ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმების წინააღმდეგია, რადგან “ლელო” ამ ეტაპზე მხარდამჭერთა რაოდენობის მხრივ, არ არის ანგარიშგასაწევი ძალა…
ალბათ, ხოშტარიას წარდგენა მოულოდნელი იყო “ლელოსთვის”, რადგან სანამ ნიკა მელია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ელენე ხოშტარიას დაასახელებდა, მანამდე “პრაიმტაიმი” პარტია “ლელოს” დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კოსნულტაციები მიმდინარეობს…
“კონსულტაციები მიმდინარეობს, ორდღეში გაკეთდება საჯარო განცხადება.” – ამბობენ ლელოში.






















