
რადგან (ელენე ხოშტარიას) გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს, – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















