12:50 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა

ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.

 

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.

 

„წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X