18:17 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ექიმი

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ექიმი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ქანთარიას ინფორმაციით, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს.

 

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვიტალური პარამეტრები გაკონტროლებულია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შემდგომი კონტროლით და ისევ კორექციით.

 

რაც შეეხება კვების საკითხს, ჯერ საკვებზე არ გადასულა. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად , ამიტომ საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი რისკები გვაქვს, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები, როგორც ელექტროლიტური. ასევე სხვა ” , – აღნიშნავს ქანთარია.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია პარლამენტში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

შეუწყდება თუ არა სოციალური დახმარება ადამიანს, თუ შრომისუნარიანია და მუშაობაზე უარს აცხადებს – რას ამბობს ვიცე-პრემიერი

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ავტორი: Prime Time

X