
ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა. ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
„ამ ეტაპზე პაციენტის წნევა, სატურაცია, პულსი ნორმაშია. კარდიოგრაფიულად ცვლილებები არ არის. ჩივილებს რაც შეეხება, ჰქონდა სისუსტე, ასევე ერთჯერადი ღებინება. ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა”, – ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია მეხუთე დღეა შიმშილობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























