13:36 | 2020-04-01 ავტორი: თამთა თორდია

ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება  

ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება  

დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს.

 

საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.

 

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადს საქართველოს მოსახლეობას მთავრობა გადაუხდის.

 

ეკონომიკის სტიმულირებისთვის მთავრობამ 2 მილიარდი ლარი გამოყო - საგანგებო განცხადება
2020-04-01ეკონომიკის სტიმულირებისთვის მთავრობამ 2 მილიარდი ლარი გამოყო - საგანგებო განცხადება
ავტორი: თამთა თორდია

X