20:19 | 2021-12-03 ავტორი:

ელექტროსიგარეტის მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკს ზრდის

ელექტროსიგარეტის მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკს ზრდის

ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი  რისკო იყოს ერექციული დისფუნქციის განვითარების. ახალი კვლევა ჟურნალ American Journal of Preventative Medicine-ში გამოქვეყნდა და გამოკვეთს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევისა და იმპოტენციის კავშირი არ არის დამოკიდებული ასაკზე, კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასა და მის გამომწვევ სხვა რისკფაქტორებზე.

 

ფართოდაა ცნობილი, რომ სიგარეტის მოწევა ერექციულ დისფუნქციას იწვევს, თუმცა ნათელი არ იყო, ასეთივე რისკს ელექტრონული სიგარეტებიც თუ შეიცავდა. ამის გასარკვევად კვლევის ავტორებმა აშშ-ში 20 წელს გადაცილებული 13 711 კაცის მონაცემები შეაგროვეს. ისინი აქამდე სახელმწიფოს მასშტაბით Population Assessment of Tobacco and Health კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას.

 

მონაწილეთა 20 პროცენტზე მეტს გარკვეული დონის ერექციული დისფუნქციის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა ელექტრონული სიგარეტის ყოველდღიურ მომხმარებლებს იგივე პრობლემა 2,4-ჯერ უფრო ხშირად აწუხებდათ, ვიდრე მათ, ვისაც იგი არასოდეს გამოუყენებია.

 

“ელექტროსიგარეტს მოწევისაგან მიღებული ზიანის შესამცირებლად თუ მოწევის შესაწყვეტად უამრავი ადამიანი იყენებს, ამიტომაც ელექტროსიგარეტსა და ერექციულ დისფუნქციას შორის არსებული კავშირები, ასევე კაცის სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ”, – განაცხადა კვლევის ავტორმა ომარ ელ შაჰავიმ.

 

მწეველებს 80%-ით მეტი შანსი აქვთ, რომ COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდნენ.

 

“ჩვენი კვლევების ფარგლებში მონაწილეებში სიგარეტის მოწევის ისტორია აღირიცხა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც თავიდან ჩვეულებრივი სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ, ასე რომ შესაძლებელია, ელექტროსიგარეტის ყოველდღიური მოხმარება ერექციული დისფუნქციის უფრო მაღალ რისკებთან ასოცირდებოდეს, მიუხედავად ადამიანის მოწევის ისტორიისა”, — ამბობენ კვლევის ავტორები.

 

მონაცემთა უფრო ღრმა ანალიზით გამოვლინდა, რომ ელექტრული სიგარეტისა და ერექციული დისფუნქციის კავშირი ასევე რეალურია ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე მონაწილეებშიც, რომელთაც გულის დაავადების ისტორია არ ჰქონიათ, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარება იდეალური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვისაც კი მაღალი რისკის შემცველია.

 

 

ავტორი:

X