
კარგი დღეები დაბრუნდება, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ოჯახებთან ერთად,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცია მტკივნეულია, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ახლა სახლში დარჩენაა.
„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევის წინაშე ადრეც ვმდგარვართ, ეს განსხვავებული რამაა. ჩვენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შევუერთდებით, მეცნიერების დიდებულ მიღწევებს და ჩვენს ინსტინქტურ თანაგრძნობას გამოვიყენებთ. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ – და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება“, – განაცხადა დედოფალმა.
გამოცემის ინფორმაციით, ელისაბედ მეორეს 68-წლიანი მეფობის განმავლობაში ეს მონარქის მეოთხე საგანგებო მიმართვა იყო.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 48 440-ია.
























